რონალდომ „ალ-რაედს“ გაუტანა და ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა #1TVSPORT
რონალდომ „ალ-რაედს“ გაუტანა და ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „ალ-რაედის“ კარი აიღო და მისთვის უჩვეულო, ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

რონალდომ ბოლოს თავი 4 აპრილს, 22-ე ტურში გამოიჩინა, როდესაც „ალ-ადალასთან“ დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

38 წლის კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.