რონალდო - საუდის არაბეთში ბედნიერი ვარ, „ალ-ნასრი“ შანსს ყველა ტურნირზე ინარჩუნებს #1TVSPORT
რონალდო - საუდის არაბეთში ბედნიერი ვარ, „ალ-ნასრი“ შანსს ყველა ტურნირზე ინარჩუნებს #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა საუდის არაბეთში თამაშსა და საკუთარი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა:

„საუდის არაბეთში ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ „ალ-ნასრში“ ვთამაშობ. ჩვენი გუნდისთვის მიმდინარე სეზონს დადებითად შევაფასებდი, რადგან გამარჯვების შანსს ყველა ტურნირზე კვლავ ვინარჩუნებთ“.

კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში 38 მატჩი გამართა, გაიტანა 24 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ალ-ნასრი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ გათამაშების ლიდერ „ალ-ჰილალთან“ 12 ქულა აშორებს.