რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ფორვარდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

38 წლის რონალდოსთვის, რომელიც „ალ-ნასრის“ რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, ეს პირველი ჯილდოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში.

პორტუგალიელმა თებერვალში ახალი კლუბის შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, „ალ-იტიჰადს“ ორი ქულით უსწრებს.