პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ აპირებს უახლოეს მომავალში ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას.
როგორც გაზეთი The Sun წერს, 36 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს ითამაშოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.
ეს პირველობა კრიშტიანოსთვის მეექვსე იქნება კარიერაში, თუ ის მონაწილებას მიიღებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში. 2026 წელს, რონალდო 41 წლის იქნება.
პორტუგალიელს ოთხჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018). ხუთ-ხუთჯერ გამოსულან პლანეტის პირველობაზე გერმანელი ლოთარ მათეუსი და მექსიკელები – რაფაელ მარკესი და ანტონიო კარბახალი. ექვსჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში აბსოლუტური რეკორდი გახდება.