„იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი ტურინული გრანდის დატოვებას ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს, – იუწყება Gazzetta dello Sport.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ უკვე დაავალა თავის აგენტს, ჟორჟ მენდეშს, რომ მისთვის ახალი კლუბი შეარჩიოს. აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა „იუვენტუსიდან“ წასვლა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩებში „პორტუსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყვიტა (1:2, 3:2).
რონალდო ტურნელთა ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონს 36 წლის თავდამსხმელი კვლავ ბრწინვალედ ატარებს, რასაც შესანიშნავი სტატისტიკაც ადასტურებს. მის ანგარიშზე 39 მატჩი, 32 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.