კრიშტიანო რონალდო მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს.

35 წლის პორტუგალიელი უკმაყოფილოა იმ შედეგებით, რომელსაც „იუვენტუსი“ 2020-21 წლების სეზონში აჩვენებს. ამიტომაც, მზად არის წავიდეს კლუბიდან, თან დათანხმდეს ხელფასის შემცირებას, ოღონდ თანხამ წელიწადში მინიმუმ 20 მილიონი უნდა შეადგინოს. „იუვენტუსში“ რონალდო 31 მილიონს გამოიმუშავებს, – წერს „გაძეტა დელო სპორტი“.

კრიშტიანო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-09 წლებში თამაშობდა.

„იუვენტუსი“ მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და 11 ქულით ჩამორჩება „ინტერს“. ჩემპიონთა ლიგას გუნდი მერვედფინალიდან დაემშვიდობა.