რონალდო კლინიკიდან გაწერეს
რონალდო კლინიკიდან გაწერეს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდო ესპანეთის ქალაქ იბიცას საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ესპანური სააგენტო EFE იტყობინება.

სხვა დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, რადგან რონალდომ კერძო კლინიკა სათადარიგო კარიდან დატოვა და ამით პრესასთან შეხვედრა აიცილა თავიდან.

41 წლის ბრაზილიელი კლინიკაში 10 აგვისტოს, პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.