„იუვენტუსის“ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი კვლავ დადებითი იყო, – იუწყება „მარკა“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსის“ ორი მატჩი უკვე გამოტოვა, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე და ერთიც იტალიის ჩემპიონატში.
უეფა-ს პროტოკოლის მიხედვით, ფეხბურთელს მოედანზე გასვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვს, რაც კორნავირუსისგან დადასტურებული განკურნების შემდეგ ერთი კვირა გავა. შესაბამისად, ტურინელების მთავარი იმედი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი „იუვენტუსს“ ვერც „ბარსელონასთან“ ჩასატარებელ მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრაში დაეხმარება, რომელიც 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.