ტურინის „იუვენტუსისა“ და „პორტუგალიის“ ნაკრების თავდმასხმელი, კრიშტიანო რონალდო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ევროპაში ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„სამეფო კლუბისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველს, სერხიო რამოსს მორე ადგილი ერგო, ხოლო „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი მესამე პოზიციაზეა.
გუშინ, იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და იუვენტუსი შეხვდნენ. ტურინელებმა პრინციპულ დაპირისპირებაში სწორედ კრიშტიანო რონალდოს დუბლით გაიმარჯვეს – 1:2.