რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ „ბარსელონას“ ლიდერები შეიძლება სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ
რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ „ბარსელონას“ ლიდერები შეიძლება სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში თავისი გუნდის კიევის „დინამოზე“ (4:0) გამარჯვებას.

„შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, ოთხი გოლი გავიტანეთ. მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დაისვენეს, ახალგაზრდებმა კი შეძლეს მიღებული შანსის რეალიზება. მიზანი იყო პლეი ოფში გასვლა და ჩვენ ამას მივაღწიეთ.

დროა რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მივცეთ. მათ ძალიან დიდი რაოდენობის მატჩი ითამაშეს, წლის ბოლომდე კი კიდევ ცხრა თამაში გვაქვს დარჩენილი. ხანდახან დასვენება საჭიროა. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობები იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც მინდორზე იშვიათად ჩნდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოედანზე ხილვა“, – განაცხადა კუმანმა.

კიეველთა წინააღმდეგ არ უთამაშია „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის, ხოლო კატალონელთა სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24.3 წელს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გუნდისთვის ბოლო ცხრა წელიწადში.

დატოვე კომენტარი