რონალდ კუმანი - ისევ ხარივით ჯანმრთელი ვარ
რონალდ კუმანი - ისევ ხარივით ჯანმრთელი ვარ

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს, მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და საკუთარ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„ის, რაც გასულ უქმეებზე მოხდა, ნამდვილი შოკი იყო – არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. საბედნიეროდ, ექიმები ოპერატიულად დამეხმარნენ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. საოცარი გრძნობაა, როცა ამდენი ადამიანის მხარდაჭერას ხედავ. ბევრი შეტყობინება მივიღე – საფეხბურთო სამყაროში ჩემი ნაცნობებისგან და სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ისინი დამეხმარნენ მე და მინდა მათ მადლობა გადავუხადო!

ახლა, ისევ ხარივით ჯანმრთელი ვარ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ძალებით შევუდგები სამუშაოს, როგორც კი ფეხბურთი დაბრუნდება. მალე შევხვდებით!“ – მოჰყავს კუმანის სიტყვები ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდს.