კუმანი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

12:26, 05.05.2020

ჰოლანდიის ნაკლების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, ინგლისური „საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავს კარგად გრძნობს და მალე სახლში დაბრუნდება, – განუცხადა მისმა აგენტმა „ტელეგრაფს“.

დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, კუმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ ექიმებმა მას რამდენიმე დღით საავადმყოფოში დარჩენა ურჩიეს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის სპეციალისტი 3 მაისს, საღამოს, გულის პრობლემებით კლინიკაში გადაიყვანეს. იქ კუმანს კორონაროგრაფია გაუკეთეს. რონალდი იოჰან კრუიფის ოცნების გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ, როდესაც ბარსელონამ 1991-1994 წლებში ზედიზედ ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი