რონალდ კუმანი – გულის შეტევამდე ველოსიპედით 96 კილომეტრი გავიარე

21:26, 30.05.2020
Netherlands' coach Ronald Koeman looks on prior to the Euro 2020 football qualification match between Belarus and the Netherlands in Minsk on October 13, 2019. (Photo by Sergei GAPON / AFP) (Photo by SERGEI GAPON/AFP via Getty Images)

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ტელეკომპანია RTL-თან საუბარში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უძღოდა წინ გულის შეტევას, რომლის გამოც ის 3 მაისს საავადმყოფოში მოხვდა. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის თქმით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მან ველოსიპედით 96 კილომეტრი გაიარა.

„მეგობართან ერთად ველოსიპედით 96 კილომეტრი გავიარე და სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. რომ ვისვენებდი, მკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ კი ოფლიანობა დამეწყო და გავფითრდი. საბედნიეროდ, ჩემი ცოლი სახლში იყო და წამსვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ამ შემთხვევამდე მეგონა, რომ მთებს დავძრავდი, რადგან ჯანმრთელობას არასდროს ვუჩიოდი“, – ამბობს წარსულში ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე.

მსგავსი