რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ ხელფასის შემცირებას დათანხმდა
რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ ხელფასის შემცირებას დათანხმდა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი აცნობიერებს კლუბის სახელფასო ბიუჯეტის დაწევის აუცილებლობას და მაგალითს აძლევს თავის ფეხბურთელებს. ცნობილია, რომ კატალონელები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო.

იტყობინებიან, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა და მისმა შტაბმა უკვე აცნობა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ გარემოებების გათვალისწინებით, ისინი თანხმდებიან სახელფასო შემოსავლის კორექტირებას.

უფრო ადრე, „ბარსას“ ზოგიერთი ფეხბურთელი დათანხმდა – საკუთარი ხელფასის 30 პროცენტი მომავალ სეზონზე გადაიტანოს. „ბარსელონა“ იმედოვნებს სახელფასო ბიუჯეტის 191 მილიონი ევროთი შემცირებას.

დატოვე კომენტარი