„ბარსელონას“ მცველი რონალდ არაუხო დაახლოებით ოთხ თვეს გამოტოვებს მას შემდეგ, რაც მუხლის ტრავმის სამკურნალოდ ოპერაციას დათანხმდა, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ი.
25 წლის არაუხომ დაზიანება კოპა ამერიკის მეოთხედფინალში მიიღო, რომელშიც ურუგვაი და ბრაზილია ხვდებოდნენ ერთმანეთს. ურუგვაელმა ამის შემდეგ ტურნირის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა.
„ბარსელონას“ სამედიცინო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ არაუხომ ტრავმირებულ მუხლზე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. კატალონურ კლუბში არ დაუზუსტებიათ, რამდენი ხანი იქნება მცველი თამაშგარეთ, მაგრამ წყარომ ESPN-ს აცნობა, რომ ფეხბურთელი ნოემბრამდე ვერ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.