რომში სახლის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რომში სახლის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რომში სახლის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ინციდენტი 7 მაისს, ვინე ნუოვეს რაიონში მოხდა. პოლიციას ადგილობრივმა მცხოვრებლემა შეატყობინეს, რომ საეჭვო პიროვნება შენიშნეს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ნახა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ბინაში შეღწევას ცდილობდა. სამართალდამცავების დანახვის შემდეგ ის გაიქცა, თუმცა კარაბინიერბმა მალევე დააკავეს. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, დაკავებული 46 წლის, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ბინების გაქურდვისთვის ადრეც იყო ნასამართლევი. პოლიციამ დაპატიმრებული მამაკაცის მანქანიდან ხელსაწყოები ამოიღო, რომელსაც მამაკაცი ბინების გაქურდვის დროს იყენებდა.