რომში, რუსეთის საელჩოსთან ასეულობით ადამიანი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-1000 დღესთან დაკავშირებით შეიკრიბა.
დემონსტრანტები საელჩოსთან ბანერებითა და უკრაინის დროშებით აპროტესტებდნენ მიმდინარე ომს.
აქციის მონაწილეებს საქართველოს დროშებიც ეჭირათ და ბანერები წარწერით: „საქართველო რუსეთი არ არის“.
„დროა, ვაჩვენოთ, რომ ომი არ დასრულებულა და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობა, მაგრამ არამხოლოდ მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა. ახლა ჩვენ შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პარტნიორს იტალიასა და მთელ მსოფლიოს, ვინც გვერდში გვიდგას ჩვენი ისტორიის ამ რთულ პერიოდში“, – აღნიშნა აქციაზე მყოფმა იტალიაში უკრაინის ელჩმა.