რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემიგრანტები რომში იკრიბებიან.

მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ გაიმართება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სასტუმროსთან დაცულია უსაფრთხოების ზომები.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.