რომში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი
რომში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი

იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კაფეში რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები იყვნენ შეკრებილი.

რომის მერმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, ის მსხვერპლთა ნაწილს იცნობს და მათთან დავა ადრეც ჰქონია.

პოლიციას დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია.