რომში, ჩამპინოს აეროპორტში ხანძრის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
რომში, ჩამპინოს აეროპორტში ხანძრის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, რომის აეროპორტში ხანძრის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, ჩამპინოს აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.