რომში ანტივაქსერების წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა
რომში ანტივაქსერების წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა

რომში ანტივაქსერების წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. დემონსტრაცია პიაცა დე პოპოლოზე გაიმართა. თავდაპირველად აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაფის ოფისში სცადა შეჭრა.

პოლიციამ დემონსრტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იტალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა შორისაა მემარჯვენე მოძრაობის „ფორზა ნუოვოს“ ლიდერი ჯულიანო კასტელინო.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმებულები, რომლებიც 15 ოქტომბრამდე სამსახურში კოვიდპასპორტებს არ წარადგენენ, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო აქცია.