რომის ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა. ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი, ტარზან მაისურაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მფლობელები კი თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ზაურ ბერაძე და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.