რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მესა აღავლინა.

ფრანცისკე ცოტა ხნის წინ წარდგა ვატიკავში შეკრებილების წინაშე. მესას ათასობით მორწმუნე დაესწრო.

მესის შემდეგ პონტიფიკოსმა აივნიდან მიმართა მორწმუნეებს. მან მთელ მსოფლიოში მცხოვრებ კათოლიკეებს მიმართა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ფრანცისკემ სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული რთული მდგომაროება ახსენა. მათ შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, სირია და უკრაინა. მან მოუწოდა მორწმუნეებს ილოცონ გაჭირვებულებისთვის.

ქადაგების ნაწილი სხვადასხვა ენაზე მიმდინარეობდა. მათ შორის, იტალიურად, ფრანგულად, ჩინურად. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას დღეს აღნიშნავს. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ ლუთერული ეკლესია. ის ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც იულიანურ კალენდარს მიჰყვებიან აღდგომის დღესასწაულს ერთ კვირაში იზეიმებენ.