რომის პაპმა უკრაინელ მართლმადიდებლებს მეგობრული კავშირების შენარჩუნება უსურვა
რომის პაპმა უკრაინელ მართლმადიდებლებს მეგობრული კავშირების შენარჩუნება უსურვა

რომის პაპმა უკრაინელ მართლმადიდებლებს მეგობრული კავშირების შენარჩუნება უსურვა. ეს განცხადება ფრანცისკემ ტრადიციული საშობაო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინას გადატანილი ტანჯვისგან გათავისუფლება და ღირსეული ცხოვრების პირობების აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია , თუ ყველა მოქალაქისა და ყველა ხალხის უფლებებს პატივისცემით მოეკიდება.

მისვე თქმით, მორწმუნეებს შორის განსხვავება საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით, საერთო სიმდიდრეა.

პონტფიკოსი ასე გამოეხმაურა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხს და უკრაინელ მართლმადიდებლებს „ძმური ურთიერთობების“ ჩამოყალიბება” უსურვა.