რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს
U.S.-born Cardinal Robert F. Prevost, prefect of the Dicastery for Bishops under Pope Francis, leaves the Vatican Synod Hall April 22, 2025, after the first general congregation of the College of Cardinals. Cardinal Fabio Baggio, undersecretary of the Dicastery for Promoting Integral Human Development, walks out behind him. (CNS photo/Vatican Media)
რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებით, რომის პაპმა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.
განცხადების თანახმად, რომის პაპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს.
„დასასრულ, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა მათ ოლეშკის ალყა შეწყვიტონ.
ამასთან, კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რომის პაპს განუცხადა, რომ თანამშრომლობაზე თანახმაა და ქალაქში აუცილებელი მარაგის შეტანაში დაეხმარება.
როგორც „როიტერი“ წერს, ოლეშკი რუსეთის ძალებმა 2022 წლის თებერვალში აიღეს. მცხოვრებლები სასურსათო კრიზისზე საუბრობენ. მხარეები ერთმანეთს ქალაქში მარაგის მიწოდების ბლოკირებაში ადანაშაულებენ.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომამდე ოლეშკის მოსახლეობა დაახლოებით 24 000 იყო, ახლა კი იქ დაახლოებით 1 700 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 47 ბავშვი.