რომის პაპმა საშობაო მესის დროს მორწმუნეებს ღარიბებზე ზრუნვისკენ მოუწოდა
რომის პაპმა საშობაო მესის დროს მორწმუნეებს ღარიბებზე ზრუნვისკენ მოუწოდა

რომის პაპმა საშობაო მესის დროს მორწმუნეებს ღარიბებზე ზრუნვისკენ მოუწოდა.

წმინდა პეტრეს ტაძარსა და მოედანზე პაპ ფრანცისკეს მიერ ჩატარებულ მესას 10 000 კათოლიკე ესწრებოდა.

პონტიფიკოსმა მრევლს მოუწოდა, უარი თქვან მატერიალურ სიკეთეებზე და ღარიბებზე მეტად იზრუნონ.

„მოდით, დავფიქრდეთ, ნუთუ, თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ყველა ეს მატერიალური ნივთი?! შევძლებ მე ამ ყველაფრის გარეშე უფრო უბრალოდ ცხოვრებას? დღეს ბევრის სიცოცხლის მიზანი მომხვეჭელობა, მატერიალური ნოვთების ფლობაა. კაცობრიობის ისტორიაში სიხარბის მაგალითი ბევრია. მიუხედავად ამისა, დღესაც კი ბევრი ადამიანის სუფრა სავსეა, ხოლო ზოგიერთის მაგიდაზე პურიც კი არ დევს“, – განსცხადა პაპმა ფრანცისკემ.

ეს რიგით მეექვსე საშობაო მესა იყო, რომელიც პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ ჩაატარა.

დღეს პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს. პაპი მსოფლიოში მცხოვრებ კათოლიკეებს სხვადასხვა ენაზე მიმართავს.