რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო და მას „თითქმის სატანური“ უწოდა
რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო და მას „თითქმის სატანური“ უწოდა

რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო და მას „თითქმის სატანური“ უწოდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული განცხადება ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში გააკეთა.

რომის პაპმა საკუთარი წუხილი გამოთქვა, რომ რიგ ქვეყნებში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა, განსაკუთრებით კი კოვიდპანდემიის პირობებში, და ძალადობის მსხვერპლებს მოუწოდა, არ დაკარგონ საკუთარი ღირსება.

რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, ოჯახური ძალადობა მისთვის „თითქმის სატანურ“ ცოდვასთან ასოცირდება, რაც რომის პაპის მხრიდან ყველაზე მკაცრი შეფასებაა. მისი თქმით, დაუცველის მიმართ ძალადობა დაუშვებელია და მას „ძალიან დამამცირებელი“ უწოდა.

გაერო-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 13 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულ ქალთა უმეტესობა აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იტალიაში, პოლიციის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის 90 ფაქტი ფიქსირდება, რომელთაგან 62 პროცენტი ოჯახურ პირობებში ხდება.