რომის პაპმა განმარტა, რატომ არ ახსენა „როჰინგები“ მიანმარში ვიზიტის დროს
რომის პაპმა განმარტა, რატომ არ ახსენა „როჰინგები“ მიანმარში ვიზიტის დროს

რომის პაპმა მიანმარში ​ვიზიტის შესახებ ისაუბრა.  პონტიფიკოსმა განმარტა, თუ რატომ არ ახსენა „როჰინგები“ ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ეცადა, საკუთარი სათქმელი სამოქალაქო პირებამდე და სამხედროებამდე მათი გაღიზიანების გარეშე მიეტანა.

რომის პაპის აზრით, ტერმინ „როჰინგას“ საჯაროდ გამოყენება ადგილობრივ ლიდერებთან დიალოგს ჩიხში შეიყვანდა.

რეპორტიორებთან საუბარში პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ საჯარო გამოსვლისგან განსხვავებით, მისი პოზიცია „როჰინგებთან“ დაკავშირებით მიანმარელ სამხედრო ლიდერებთან დახურული შეხვედრის დროს ბევრად მკაცრი იყო. ფრანცისკეს თქმით, მან „როჰინგას“ დევნილების უფლებების დაცვა მოითხოვა.

რომის პაპი ფრანცისკე მიანმარის პრეზიდენტ აუნგ სან სუ ჩის 28 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრის დროს მათ ქვეყანაში ძალადობის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მაშინ რომის პაპს სიტყვით გამოსვლაში მუსლიმი „როჰინგები“ არ უხსენებია. პონტიფიკოსმა თქვა, რომ რელიგიური განსხვავება ერთობის, მიტევების, ტოლერანტობისა და სახელმწიფოს ბრძნული შენების ძალა უნდა გახდეს და არა დაყოფისა და უნდობლობის.

მიანმარის რახინის შტატში სამხედროების მიერ ეთნიკური ჯგუფის, „როჰინგების“ დევნის გამო, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.