რომის პაპმა ფრანცისკემ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ფიქრს სიგიჟე უწოდა
რომის პაპმა ფრანცისკემ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ფიქრს სიგიჟე უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ფიქრს სიგიჟე უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რომის პაპის განცხადებით, უკრაინელები განიცდიან სისასტიკეს, საშინელ დამცირებას და წამებას. მან უკრაინელებს კეთილშობილ ხალხი უწოდა, რომლებსაც აწამებენ.

პაპმა ფრანცისკემ ყაზახეთში თავის ვიზიტზე საუბრისას შეაქო ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ბირთვულ იარაღზე უარის თქმისთვის.

„ეს იყო მამაცური, მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა.