რომის პაპი უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მხარეებს საერთაშორისო დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მხარეებს საერთაშორისო დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ შუადღის ლოცვის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ლოცულობს უკრაინისთვის, იქ მყოფი ყველა რელიგიური საზოგადოებისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, რათა არსებული დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგის გზით მოგვარდეს და არა იარაღით, რადგან იარაღი არ არის მართებული გზა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინა რუსეთს მის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცის მობილიზებასა და შესაძლო ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაგეგმვაში სდებს ბრალს. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების მობილიზება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.