რომის პაპი - სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ყველაზე ბრწყინვალე დღეს უფრო მეტი დოზით გვესმის იარაღის მომაკვდინებელი ხმა, ვიდრე ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი ზარების
რომის პაპი - სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ყველაზე ბრწყინვალე დღეს უფრო მეტი დოზით გვესმის იარაღის მომაკვდინებელი ხმა, ვიდრე ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი ზარების

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება კიდევ ერთხელ გააკეთა.

რომის პაპის თქმით, უკრაინაში თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„ომის შეწყვეტის ნაცვლად, ის უფრო უარესი ხდება. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ ყველაზე წმინდა და ბრწყინვალე დღეს, ჩვენ უფრო მეტი დოზით გვესმის იარაღის მომაკვდინებელი ხმა, ვიდრე ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი ზარების. კიდევ ერთხელ მოგმართავთ სააღდგომო ზავისთვის, რაც იქნება უმცირესი ხელშესახები ნიშანი მშვიდობის მოსურვეობისა. შეწყვიტეთ თავდასხმები ნატანჯი ხალხის წამების შესამსუბუქებლად“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.