რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს – მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ

13:14, 01.04.2023

სამდღიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე  საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს მიესალმა და რამდენიმე მათგანს გაეხუმრა: „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“.

რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს. მოგვიანებით მას ბრონქიტი დაუდგინდა.

მსგავსი