რომის პაპი რუმინეთს ეწვია
რომის პაპი რუმინეთს ეწვია

რომის პაპი სამდღიანი ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა. ბუქარესტის აეროპორტში პონტიფიკოსს რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი დახვდა.

პაპი ფრანცისკე მესას ქვეყნის ყველაზე ცნობილ მარიანის აკლდამაში ჩაატარებს და კომუნისტური მმართველობის დროს მოკლული შვიდი კათოლიკე ეპისკოპოსის კანონიზაციას მოახდენს.

ვიზიტის პირველ დღეს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ვიორიკა დანცილასთან გამართავს შეხვედრას.

ვიზიტის ბოლოს, რომის პაპი რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს შეხვდება.

„მე ჩამოვდივარ თქვენთან, რომ ერთად ვიაროთ“, – განაცხადა პაპმა ვიზიტის დაწყებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.