რომის პაპი – გადაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ და ისევ დაიწყოთ ბრძოლა

15:36, 10.04.2022

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას სააღდგომოდ დაზავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

„გადაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ იარაღი და ისევ დაიწყოთ ბრძოლა, არა. ზავი, რომლითაც მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით მივალთ და ასევე, მზად იქნებით გარკვეული მსხვერპლისთვის ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის დასრულებისკენ. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში ჩასვლის მზადყოფნაც გამოთქვა.

მსგავსი