რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს
რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს.
აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ რომის არც ერთი პაპი მოსკოვში არასდროს ყოფილა ვიზიტით. ამასთან, ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში.
„ვისურვებდი (უკრაინაში) ჩასვლას და ვისურვებდი ჯერ მოსკოვში ჩასვლას. ჩვენ ამის შესახებ გზავნილები გავცვალეთ, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი მომცემდა პატარა ფანჯარას, იქ წავიდოდი, რათა მემსახურა მშვიდობის საქმისთვის. და ახლა, როდესაც კანადიდან დავბრუნდები, შესაძლოა, შევძლო უკრაინაში გამგზავრება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რუსეთში წასვლა, რათა ვცადო დახმარება, თუმცა ვისურვებდი ორივე დედაქალაქში ჩასვლას“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ამავე ინტერვიუში რომის პაპმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ის გადადგომას გეგმავდა.