რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოვიდა და სამხედრო ძალების ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა და სამხედრო აქტივობის ზრდას შეშფოთებით ადევნებს თვალს.

პონტიფიკოსი იმედოვნებს, რომ დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილება შესაძლებელია.

„აქ საჭიროა ჟესტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივ ნდობას, ხელს უწყობენ შერიგებასა და მშვიდობას, რომელიც საჭირო და სასურველია. მოდით, გულწრფელად გავითვალისწინოთ ის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც თავს დაატყდა იქ მყოფ ხალხს, ვისთანაც სიახლოვეს გამოვხატავ და ვისთვისაც ლოცვისკენ მოგიწოდებთ. მოდით, ერთად ვილოცოთ“, – განაცხადა რომის პაპმა.