რომის პაპი ფრანცისკე 81 წლის გახდა
რომის პაპი ფრანცისკე 81 წლის გახდა

რომის პაპი ფრანცისკე 81 წლის გახდა. სამოციქულო სასახლის ფანჯარაში პონტიფიკოსის გამოჩენას წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათობით ათასი მორწმუნე დაბადების დღის სიმღერით შეხვდა. სიმღერა მათ იტალიურ ენაზე შეასრულეს.

მორწმუნეებს შორის იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ჩვილი იესოს ქანდაკებები ეჭირათ. ტრადიციისამებრ, რომის პაპი მისკენ მიმართულ ამ ქანდაკებებს ლოცავს, შემდეგ კი მათ სახლებში, საშობაო სცენის მოწყობაში იყენებენ. ესეც ძველი იტალიური ტრადიციაა, რომელსაც ბევრი ოჯახი ჯერ ისევ მისდევს.
რომის პაპმა საკვირაო მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ გასულ თვეს ნიგერიაში გატაცებული კათოლიკე მონაზვნები შობას შინ შეხვდებიან.
პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი, ხორხე მარიო ბერგოლიო 1936 წლის 17 დეკემბერს ბუენოს-აირესში დაიბადა. არგენტინის დედაქალაქის ყოფილი კარდინალი კათოლიკური ეკლესიის მეთაური 2013 წელს გახდა.