რომის მასტერსი ნახევარფინალები - ნადალი-ციციპასი, ჯოკოვიჩი-შვარცმანი
რომის მასტერსი ნახევარფინალები - ნადალი-ციციპასი, ჯოკოვიჩი-შვარცმანი

რომში მიმდინარე 1000-იანი სერიის მასტერსის ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ასევე სერბი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდებიან.

გრუნტის მეფედ წოდებული ესპანელი ახალგაზრდა ციციპასს ოთხჯერ შეხვედრია და აქიდან სამჯერ ჰყავს დამარცხებული. ისიც აღსანიშნავია, რომ მათ შორის ბოლო შეხვედრაში, რომელიც მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში გაიმართა, ბერძენმა გაიმარჯვა.

დღევანდელ დაპირისპირებაში ნადალს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, აქ აშკარა ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ის არგენტინელს ორჯერ დაპირისპირებია და ორივე მატჩი მოგებული აქვს. მოვლენების ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, ძალიან საინტერესო ფინალს ვიხილავთ: ჯოკოვიჩი-ნადალი რომის ტურნირის ნამდვილი დაგვირგვინება იქნება.

ნადალი-ციციპასი თბილისის დროით 16.30 საათზე დაიწყება, ხოლო ჯოკოვიჩი-შვარცმანი – 22.00 საათზე.