რომის ხალიჩაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვა
იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვა.
საქართველოს ღირსებას ამირან შავაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) დაიცავენ.
დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღესვე მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ფინალში რუმინელ მოჭიდავეს შეხვდება, ხოლო მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება. საღამოს ჯერ დღევანდელი ნახევარფინალები, ხოლო შემდეგ კი ფინალური ბლოკი გაიმართება.