რომელუ ლუკაკუსა და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა დაეძაბათ
რომელუ ლუკაკუსა და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა დაეძაბათ

ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა გაიფუჭა. როგორც იტყობინებიან, ბელგიელს არ ესმის, რატომ აღარ არის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. დაძაბულობა მწვრთნელსა და თავდამსხმელს შორის ​ლუკაკუს დაბალი შედეგიანობის გამო წარმოიშვა. კერძოდ, ბელგიელს პრემიერლიგაში მხოლოდ ოთხი გოლი აქვს გატანილი.

ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ფორვარდი იანვარში აპირებს გუნდის შეცვლის ვარიანტების განხილვას. უფრო ადრე, მოურინიომ ურთიერთობა ალექსის სანჩესთან და პოლ პოგბასთან გაიფუჭა.

დატოვე კომენტარი