რომელუ ლუკაკუ - იმედია, დანია რუსეთს მოუგებს #1TVSPORT
რომელუ ლუკაკუ - იმედია, დანია რუსეთს მოუგებს #1TVSPORT

ბელგიის ნაკრების ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ იმედი გამოთქვა, რომ დანიის ნაკრები დაამარცხებს რუსეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში.

„პატივს ვცემ დანიალ მოთამაშეებს. მათ ჩემი მეგობარი გადაარჩინეს, ჩვენთან კი შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს. ისინი მეტს იმსახურებდნენ. ახლა, იმედი მაქვს, რომ ისინი შეძლებენ რუსეთის დამარცხებას, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ფინეთის დასამარცხებლად“, – განაცხადა ლუკაკუმ.

დანიისა და ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში ერიქსენი მინდორზე დაეცა. მას 15 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ამჟამად, ერიქსენი კლინიკაში იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში. ის და ლუკაკუ მილანის „ინტერში“ თანაგუნდელები არიან.