მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ დასტინ პორიესა და დენ ჰუკერის ბრძოლა დღის საუკეთესო დაპირისპირების ბონუსს მიიღებდა. ორივე მებრძოლმა $50 000 დოლარი მიიღო.
შონ ვუდსონის წინააღმდეგ გაკეთებული მტკივნეული ილეთისთვის ჯულიან ეროსამ დღის საუკეთესო პერფორმანსისთვის ასევე $50 000 დოლარი დაისაკუთრა.
მესამე ბონუსი და $50 000 დოლარი დღის პერფორმანსისთვის 20 წლის კეი ჰანსენს ერგო, რომელმაც ვეტერანი ჯინ იუ ფრეი მესამე რაუნდში ეფექტური მტკივნეული ილეთით დაამარცხა.