„რომას“ სპორტული დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„რომას“ სპორტული დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„რომას“ სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს,  – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეები კომპენსაციის თანხაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ჯანლუკა პეტრაკი კლუბისგან დარჩენილი ორი წლის კომპენსაციის – 2.4 მილიონი ევროს სრულად დაფარვას ითხოვს.

პეტრაკი რომაულ კლუბში „ტორინოდან“ გასულ წელს გადავიდა. ახლადანიშნული სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად, კლუბის პრეზიდენტთან ჯეიმს ,პალატოსთან პირად უთანხმოებას ასახელებენ.

„რომას“ სპორტული დირექტორის ფუნქციას „მგლების“ ყოფილი მეკარე მორგან დე სანკტისი ასრულებს.