რომარიო ბრაზილიის ნაკრებზე - მხოლოდ ნეიმართან ერთად აქვს შანსი მოიგოს 2026 წლის მსოფლიო თასი #1TVSPORT
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს რომარიოს მიაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები ვერ მოიგებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ნეიმარის გარეშე.
„ბრაზილიას აქვს შანსი მოიგოს მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი, ოღონდ მხოლოდ ნეიმართან ერთად.
1962 წელს ბრაზილია გარინჩაზე თამაშობდა, 1970 წელს – პელეზე, 1994 წელს – რომარიოზე და 2002 წელს – რონალდოზე.
2026 წელს თუ ისინი ნეიმარის გარეშე ითამაშებენ, ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა რომარიომ Charla-ს პოდკასტში.