რომან კაკულია - ყველაზე მეტად ვისაც ხელს არ აძლევს არჩევნების გადადება, ეს არის „ქართული ოცნება“
რომან კაკულია - ყველაზე მეტად ვისაც ხელს არ აძლევს არჩევნების გადადება, ეს არის „ქართული ოცნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ვისაც ხელს არ აძლევს გადადება, ეს არის „ქართული ოცნება“. ამასთან, მისივე თქმით, თარიღის გადმოწევას უფრო მიესალმებოდა.

„მე მგონი, ყველაზე მეტად ვისაც ხელს არ აძლევს გადადება, ეს არის „ქართული ოცნება“, და თუ გადადებაზე და არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად, მივესალმებოდი მხოლოდ უკან გადმოწევას რაც შეიძლება მალე, რადგან ისეთი საკითხებია უკვე დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა ვიდრე არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა, ვის რა სახელს არქმევს საზოგადოება, ვის როგორ აღიქვამს, ეს არის ძალიან მალე გასაკეთებელი. ამიტომ, თარიღის გადაწევას იქით კი არა, მივესალმებოდი აქეთ, რომ მალე გაირკვეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნების თარიღმა გადაიწიოს.