რომან კაკულია – საქართველოს ისეთი პოლიტიკური ლიდერები ახსოვს, მათთან შედარებით, მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი ლიდერი იქნება
ყველაფერი ფარდობითია და საქართველოს ისეთი პოლიტიკური ლიდერები ახსოვს, მათთან შედარებით, მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი ლიდერი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიზნების შესახებ არაფერი იცის.
„არ ვიცი, ამ ყველაფრის უკან რა იქნება. კანონმდებლობა, რომელიც უნდა შეიცვალოს, პოლიტიკურ ძალებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს და ალბათ, ამით ისიც ისარგებლებს“, – განაცხადა კაკულიამ.