რომან კაკულია - სად ეწერება მომავალ პოლიტიკურ პოზიციონირებაში მამუკა ხაზარაძეს ასეთი გზავნილები, ვერ გეტყვით
რომან კაკულია - სად ეწერება მომავალ პოლიტიკურ პოზიციონირებაში მამუკა ხაზარაძეს ასეთი გზავნილები, ვერ გეტყვით

მამუკა ხაზარაძის გამოსვლების იმ ნაწილს ვერ ვიგებ, როცა ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში გულში მიუღებელ ინფორმაციებს ინახავდა და დღეს გულახდილობის თემები ეწყება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას ეხება.

„მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში სად პოულობს ადგილს ასეთი სახის გულახდილობები, გულში შენახულ საიდუმლოებებთან მიმართებაში, არ მესმის. თუ ქვეყნის ხელმძღვანელი გუნდის ლიდერისგან კონსტიტუციური არჩევანის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ისმენდა და ამას საიდუმლოდ გულში ინახავდა, ეს რანაირად უნდა ახსნას? ახლა ისეთ გზავნილს აჟღერებს, როგორიც შავი ზღვის თემაა და ეს მომავალ პოლიტიკურ პოზიციონირებაში სად ეწერება, ვერ გეტყვით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.