რომან კაკულია - პრემიერ-მინისტრის გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უნდა გამოჩნდეს, „ქართული ოცნება“ როგორ აპირებს, შეაფასოს როგორც წარსული, ასევე მომავალი
რომან კაკულია - პრემიერ-მინისტრის გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უნდა გამოჩნდეს, „ქართული ოცნება“ როგორ აპირებს, შეაფასოს როგორც წარსული, ასევე მომავალი

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უნდა გამოჩნდეს, „ქართული ოცნება“ როგორ აპირებს, შეაფასოს, როგორც წარსული, ასევე მომავალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შინაარსი ძალიან იქნება დამოკიდებული იმ გზავნილებთან, რომლითაც შემდეგ, განვლილი პერიოდის შეფასების თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე წარდგება. ის, რაც შეფასდება ხვალ, იმისგან რადიკალურად განსხვავებული ვერ იქნება, რასაც ვიტყვით ოქტომბერში. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ის აქცენტები, რომლებიც დაისმევა, როგორც მიღწევების თვალსაზრისით, ასევე გამოწვევების კუთხით, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე, განსაკუთრებით, მისი პრემიერობის დროს და ალბათ, გიორგი გახარია ამაზე აქცენტს გააკეთებს. ჩემთვის ამ გამოსვლას მნიშვნელობა აქვს, რადგან უნდა გამოჩნდეს, „ქართული ოცნება“ როგორ აპირებს, შეაფასოს როგორც წარსული, ასევე მომავალი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.