რომან კაკულია - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები ქვეყნის ინტერესებს დაიცავს
რომან კაკულია - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები ქვეყნის ინტერესებს დაიცავს

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი არის, როგორც ბიზნესინტერესების მხარდამჭერი, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავი კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„სემეკის შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გავხდით, ვალდებულება გვაქვს, ბაზარი გავხსნათ, რაც ახალი მოთამაშეების შემოსვლას ნიშნავს, რომელთა მიმართაც მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და ინსტრუმენტები ინფორმირებული იყოს.ეს კანონპროექტი არის, როგორც ბიზნესინტერესების მხარდამჭერი, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავი კანონი“, – განაცხადა კაკულიამ.