რომან გოცირიძე - სოლიკო ვირსალაძის შთამომავლები იღებენ ჰონორარს და რა არის ამაში ამორალური და უსამართლო?
რომან გოცირიძე - სოლიკო ვირსალაძის შთამომავლები იღებენ ჰონორარს და რა არის ამაში ამორალური და უსამართლო?

ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანია ელენე ხოშტარიას და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლშევიკურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სოლიკო ვირსალაძის შთამომავლები იღებენ ჰონორარს და ამაში ამორალური და უსამართლო არაფერია.

„არავის არ დაურღვევია არც სამართლებრივი და არც მორალური კანონი. სოლიკო ვირსალაძემ შექმნა უნიკალური კოსტიუმები, მათ შორის სუხიშვილების ცეკვიდან რასაც უყურებთ, ყველაფერი მისი გაკეთებულა. ასეთი ადამიანები საბჭოთა კავშირში კაპიკებს იღებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ და საბაზრო ეკონომიკის წარმოქმნამ ნაყოფი გამოისხა და მისი შთამომავლები იღებენ ჰონორარს. ამაში ამორალური და უსამართლო რა არის. ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოხატულება. ბოლშევიკების დროს იყო ლოზუნგი, რომ შვილი მამაზე აგებს პასუხს ან პირიქით, მამა შვილზე, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ვითომ დამნაშავე იყო და ვიცით, 1937-ში როგორ იყო დამნაშავე, მთელს ოჯახს ან ციხეში სვამდნენ ან გააციმბირებდნენ ან ხვრეტდნენ. მარტო ამ ლოგიკით, რომ ვიმსჯელოთ, რა კავშირშია ელენე ხოშტარია თუნდაც მის მშობლებთან, როცა მის მშობლებს თავი სამართლებელი არ აქვთ. ეს ხომ უზნეობა და ბოლშევიზმია. ეს ხომ კომუნისტების მეთოდი იყო, რომელსაც შეეწირა ათეულ ათასობით სიცოცხლე. გოგი ხოშტარიას საბოდიშო არაფერი არ აქვს. თავად ეს პროცესი ბოლშევიზმი და უზნეობაა“, – განაცხადა გოცირიძემ.